უნივერსიტეტი გეომედი წარსდგა საერთაშორისო კონფერენციაზე

2025 წლის 17 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „15 Years of Excellence in Biotechnology: Achievements and Perspectives”, რომელზეც მთავარ მომხსენებლებად მიწვეული იყვნენ უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი ვალენტინა მიტტოვა და ბიოსტრუქტურების და ბიოიმიჯინგის ინსტიტუტის (იტალიის კვლევების ეროვნული საბჭო – CNR) უფროსი მკვლევარი და ასევე უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი ჯოვანი როვიელო. პროფესორმა მიტტოვამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე “The Potential of Georgian Medicinal Plants as Alternative Therapeutics”, ხოლო პროფესორმა როვიელომ “Molecular biosystems based on synthetic amino acids for potential biomedical applications”. პრეზენტაციებმა გამოიწვია დიდი ინტერესი დამსწრეების მხრიდან.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail