Elsevier-თან თანამშრომლობის ფარგლებში 8, 9, 10 და 11 ივლისს ჩატარდა ვებინარების სერია, რომლებსაც ელსევიერის ტრენერები უძღვებოდნენ. ვებინარები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა კვლევითი ლიტერატურის მოძიების სტრატეგიები, საკვანძო სიტყვებით ძიება, ჟურნალების შედარებისა და შერჩევის წესი და ა.შ. ასევე, განხილული იყო ნაშრომზე მუშაობისა და გამოქვეყნების პროცესის ეტაპები, თუ როგორ მოვამზადოთ კონკურენტუნარიანი ნაშრომი, როგორ შევარჩიოთ თემა, დავგეგმოთ კვლევა და წარვადგინოთ შერჩეულ ჟურნალში და ა.შ.
ვებინარები საინტერესო და ნაყოფიერი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის.







