2025 წლის 19-22 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ჩატარდა ევროპის გინეკოლოგიის საზოგადოების მე-16 კონგრესი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები. უნივერსიტეტ გეომედის ასოცირებული პროფესორი ელენე ასანიძე წარსდგა კონგრესზე ლექციით თემაზე, ნაადრევი სქესობრივი განვითარება გოგონებში (Precocious Puberty in Girls: Challenges and Consequences). აღნიშნულმა მოხსენებამ დაიმსახურა მსმენელთა დიდი მოწონება და გამოიწვია საინტერესო დისკუსია.






