გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს სამართლის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 3
კერძო/ბიზნეს სამართლის მიმართულებით:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 5
საჯარო სამართლის მიმართულებით:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 5
სისხლის სამართლის მიმართულებით:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 5
სამართალმცოდნეობის მიმარულებით:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 3

II. ა) პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება. პირი პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა. პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას.
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება.

III. კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 22 ნოემბერს.

IV. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის 11 იანვრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;

V. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 25 იანვარს.

VI. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2017 წლის 26 იანვრის 17 საათამდე; 2017 წლის 27-30 იანვარი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.

VII. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
დ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ე) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) CV;
ზ) სილაბუსი;
თ) ორი ფოტო სურათი (ზომით 3X4) ;
ი) ბოლო 7 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.

VIII. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგულიშეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.

1. პედაგოგიური სტაჟის მქონე პედაგოგებს მუშაობის წლების რაოდენობის შესაბამისი ქულა.
2. სამეცნიერო სტატია (ბოლო 7 წლის განმავლობაში) : რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე _ 3 ქულა.
3. მონოგრაფია შესაბამის დარგში (ბოლო 7 წლის განმავლობაში) -20 ქულა;
4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 7 წლის განმავლობაში):
ა) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 10 ქ.
ბ) რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა -3 ქ.
5. სილაბუსის შესაბამისობა (თემატური, სწავლის შედეგები, ფორმატი) – 10ქ.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail