VR ტექნოლოგიის (VR – ვირტუალური რეალობა), გამოყენება მომავალი ექიმების სწავლება, გადამზადებაში უკვე შესაძლებელია!
ვირტუალური რეალობის გამოყენება სასწავლო პროცესში მომავალ ექიმებს ხელს შეუწყობს, აიმაღლონ კომპეტენცია და ყველა საჭირო საკითხს სიღრმისეულად დაეუფლონ.
როდესაც მომავალი ექიმი HMD-ს (თავზე დამაგრებული მოწყობილობა) ირგებს, მას შეუძლია, ვირტუალურ პაციენტებზე ისე იმუშაოს, როგორც რეალურ ცხოვრებაში. ვირტუალურ რეალობას შეუძლია ისეთი გამოცდილების შეძენა, რომელიც ნებისმიერი პრაქტიკოსისთვის ღირებული იქნება.
VR სიმულაციის საშუალებით სტუდენტებს უამრავი ტიპის სცენარის სპექტრი აქვთ. ეს კი მათ არჩევანს აძლევს, კონკრეტულ სფეროსა თუ საკითხზე კონცენტრირდნენ და პაციენტის მოვლის პროცესი დახვეწონ. ასევე, მათ შეუძლიათ, გაიმეორონ ეს სცენარი იმდენჯერ, რამდენჯერაც სჭირდებათ.
შესაბამისად, VR სიმულაციის სცენარებს შეუძლიათ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ თავდაჯერებულობა სტუდენტებში, რაც სამედიცინო შეცდომის ალბათობას შეამცირებს.
ვირტუალური რეალობით სწავლება სამედიცინო სტუდენტებისათვის ის ინოვაციური საშუალებაა, რომელიც მაქსიმალურად ერგება სტუდენტების მოთხოვნებს და პერსონალიზებულ გამოცდილებას სთავაზობს. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით პერმანენტული ვარჯიში კი მათში დიდ გამოცდილებას და ცოდნას აყალიბებს.