2024 წლის 15 იანვარს მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ინგლისურენოვანი სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩაატარა ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ-ნანა ცერცვაძემ. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ტრენინგზე საუბარი იყო ელექტრონულ კატალოგსა და ბიბლიოთეკაში რესურსების მოძიების გზების, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების EBSCO-სა და ELSEVIER-ის მნიშვნელობის და გამოყენების შესახებ და ა.შ.