2023 წლის 22 მარტს, 4 საათზე, უნივერსიტეტ გეომედში საჯარო ლექციას ჩაატარებს გამოჩენილი ქართველი ექიმი უროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი და პინეო სამედიცინო ეკოსისტემის უროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი ავთანდილ იმედაძე. ლექციაზე ის განიხილავს ისეთ აქტუალურ თემებს უროლოგიაში, როგორიცაა: “წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები და სასქესო ორგანოების ანომალიები”.
ბატონი ავთანდილს აქვს 40 წლიანი როგორც კლინიკური, ასევე პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და არის საქართველოს, ევროპისა და საერთაშორისო უროლოგთა ასოციაციის წევრი. საჯარო ლექცია გაიმართება ქართულ ენაზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია 101), დასწრება თავისუფალია.