ცხადდება კონკურსი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში რექტორის მოადგილის თანამდებობაზე

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს საერთაშორისო ურთიერთობების დარგში რექტორის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

II. სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა – 3 თვე.

III. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1.ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება.

IV. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
3. უმაღლესი განათლების და დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
5. ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ;
6. სამოტივაციო წერილი;
7. საერთაშორისო ურთიერთობებისგანვითარების კონცეფცია (წარმოდგენილი მაქსიმუმ 180 სიტყვით);
8. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

V. კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

  • დისციპლინა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • კომპიუტერული უნარები

VI. კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • სამუშაო გამოცდილება
  • საერთაშორისო ურთიერთობებისგანვითარების კონცეფცია
  • სამოტივაციო წერილი
  • გასაუბრება

კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.

VII. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

VIII. კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა – 12. გამსვლელი ქულა – 10.

IX. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2023 წლის 25 იანვრიდან 01 თებერვლის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 სთ-დან 17.00 საათამდე;

X. ტესტირება ინგლისურ ენაში – 2023 წლის 02 თებერვალი, 12.00 სთ.

XI. გასაუბრება – 2023 წლის 03 თებერვალი, 13.00 სთ.

XII. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2023 წლის 06 თებერვალს.

XIII. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2023 წლის 07 თებერვლის 17 საათამდე;

XIV. სააპელაციო კომისიის მუშაობა – 2023 წლის 08-09 თებერვალი.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20

მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1


Facebooktwitterpinterestlinkedinmail