2022 წლის 4 ნოემბერს, უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა გაცნობითი ხასიათის ღონისძიება პირველკურსელთათვის, რომლის მიზანი იყო მათი ადაპტაციის ხელშეწყობა უნივერსიტეტში.
ღონისძიება გახსნა და სტუდენტებს მიესალმა უნივერსიტეტ გეომედის დამფუძნებელი და რექტორი, პროფესორი მარინა ფირცხალავა. წვეულებას ასევე ესწრებოდა ადმინისტრაციული პერსონალი.
ღონისძიება მხიარულ რეჟიმში მიმდინარეობდა, გაიმართა ცეკვის და სიმღერის კონკურსი და სხვა სახალისო თამაშები. ღონისძიების ბოლოს დაჯილდოვდა კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი.