დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, უნივერსიტეტ გეომედში გრძელდება საჯარო ლექციების ციკლი მსოფლიო ჯანდაცვის აქტუალურ თემებზე. 2022 წლის 7 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, საკონფერენციო დარბაზში, უნივერსიტეტს გეომედს ეწვევა ETA (European Thyroid Association), EMAS (European Menopause and Andropause Society), EASD (European Association for the Study of Diabetes) ასოციაციების წევრი, დიდი კლინიკური და პედაგოგიური სტაჟის მქონე ექიმი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ხუბუა, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე: “სიმსუქნე და ენდოკრინული დარღვევები”.
ლექცია წარიმართება ქართულ ენაზე. დასწრება თავისუფალია.