უნივერსიტეტ გეომედის მორიგი უდიდესი წარმატება!!!

უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებს 2022 წლის 5 აგვისტოს მიენიჭა უპირობო აკრედიტაცია 6 წლის ვადით “The Accreditation, Certification and Quality Assurance Institute – ACQUIN“-ის მიერ.

ACQUIN-ი წარმოადგენს ENQA-ს წევრ ორგანიზაციას. ACQUIN 2009 წლიდან არის ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის წევრი (European Quality Assurance Register for Higher Education (EeAR).

ევროპის საერთაშორისო ექსპერტთა კომისიამ მაღალი შეფასება მისცა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს ყველა სტანდარტში.

ACQUIN-ის აკრედიცატიის პროცედურები სრულ შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და გაიდლაინებთან (“Standards and Guidelines for Quality Assurance in the European Higher Education Area” (ESG). ESG განსაზღვრავს როგორც შეფა­სების, ასევე აკრედიტაციის პროცესის კრიტერიუმებს. უნივერსიტეტ გეომედის ადმინისტრაცია ულოცავს ამ უდიდეს მიღწევას პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს, მედიცინის საგანმანათ­ლებლო პროგრამების საერთაშორისო აღიარებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!


Facebooktwitterpinterestlinkedinmail