გამოვიდა უნივერსიტეტ გეომედის მოწვეული სპეციალისტის, ექიმ-სტომატოლოგ ალექსანდრე ლეონიძის სახელმძღვანელო „გაუტკივარება ამბოლატორიულ სტომატოლოგიაში და კბილის ექსტრაქცია“. წიგნში განხილულია ყბა-სახის მიდამოს ანატომია, ზოგადი და ადგილობრივი გაუტკივარება, კბილების ექსტრაქცია, და მათი გართულებების და მკურნალობის მეთოდები. სახელმძღვანელო გამოიცა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის დაფინანსებით და შედგენილია სტომატოლოგიური პროგრამის შესაბამისად.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტომატოლოგიისა და სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ექიმ-რეზიდენტებისათვის და დამწყები ექიმ-სტომატოლო-გებისათვის. წიგნი ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.