საერთაშორისო ვებინარი: „Importance of Education and Endurance to Combat Stress“

2020 წლის 26 ივნისს, Advanced Educational Institutions-ის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ვებინარი თემაზე: „Importance of Education and Endurance to Combat stress.” ვებინარს ესწრებოდა 50 საერთაშორისო უნივერსიტეტის 250 წარმომადგენელი. მათ შორის იყვნენ მიწვეული უნივერსიტეტ გეომედის პროფესორები რექტორის ხელმღვანელობით.
ვებინარის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის პრორექტორი სასწავლო დარგში, სამედიცინო პროგრამის ხელმძღვანელი, ქალბატონი მარიამ ველიჯანაშვილი. მან მოხსენება გააკეთა თემაზე: „Covid-19 Related Stress and its Influence on the Education Setting.“ მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მოჰყვა საჯარო დისკუსია. ქალბატონმა მარიამმა მადლობის წერილი მიიღო ვებინარის ორგანიზატორებისაგან წარმატებული მოხსენებისათვის.
ვებინარის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail