საერთაშორისო ონლაინ სემინარი: „სწავლების თანამედროვე მეთოდები მედიცინაში“

ამა წლის 21 სექტემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედისა და სუბჰარტის უნივერსიტეტის თაოსნობით, გაიმართა დისტანციური, საერთაშორისო სემინარი თემაზე “სწავლების თანამედროვე მეთოდები მედიცინაში”. სემინარს ესწრებოდნენ და ერთმანეთის სწავლების გამოცდილებას უზიარებდნენ, როგორც გეომედისა და სუბჰარტის აკადემიური პერსონალი, ასევე გერმანისა და აშშ უნივერსიტეტების პროფესორები. სემინარზე განხილული იქნა ისეთი თანამედროვე სწავლების მეთოდები როგორებიცაა : მედიცინის ონლაინ სწავლება, CBL, PBL, OSCE BEDSIDE TEACHING და სხვა. სემინარის მონაწილე აკადემიურმა პერსონალმა, დადებითად შეაფასა მსგავსი შეხვედრების ნაყოფიერება მედიცინის სწავლების მეთოდების განვითარების კუთხით და სურვილი გამოთქვა მოხდეს მსგავსი სამუშაო შეხვედრების ხშირი ორგანიზება.

Facebooktwitterpinterestlinkedinmail