I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით, უნივერსიტეტში არსებული ადამიანური რესურსების (აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი) ფარგლებში.
II. კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1. ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება მედიცინის ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის თაობაზე.
III. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება კომისიის სახელზე;
- ავტობიოგრაფია cv;
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
- უმაღლესი განათლებისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
- სამეცნიერო შრომების სია;
- ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი;
- სამოტივაციო წერილი;
- მედიცინის ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (წარმოდგენილი მაქსიმუმ 180 სიტყვით) კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
• დისციპლინა
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა
IV. კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
• სამუშაო გამოცდილება
• მედიცინის ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია
• სამოტივაციო წერილი
• გასაუბრება
კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.
V. კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა 12. გამსვლელი ქულა 10.
VI. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 18 საათამდე.
VII. კანდიდატისათვის, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ სერთიფიკატს, ჩატარდეს ტესტირება ინგლისურ ენაში მიმდინარე წლის 29 მაისს.
VIII. გასაუბრება მედიცინის ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის თაობაზე ჩატარდეს მიმდინარე წლის 30 მაისს, 14.00 საათზე.
IX. ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევა განხორციელდეს მიმდინარე წლის 01 ივნისს.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20, მობ.: 599 17 95 72