2019 წლის 15 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის II საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე: “დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”.
სიმპოზიუმი გახსნა უნივერსიტეტ გეომედის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბატონი ზვიად გაბისონია და ბერლინის შტაინბაის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი გიორგი ხუბუა.
სიმპოზიუმზე მოხსენებით გამოვიდნენ ბერლინის შტაინბაის უნივერსიტეტის, დახაუს ონკოლოგიური ცენტრის პროფესორი დირკ ჰემპელი, და უნივერსიტეტ გეომედის პროფესორები. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. სიმპოზიუმმა შეკრებილი საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.