მრგვალი მაგიდა

14 ივნისს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის რექტორი, პროფესორი მარინა ფირცხალავა, მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კონსულტანტები, მინესოტას უნივერსიტეტის პროფესორები ფრენკ რეიმი (აშშ) და უილლიამ ტოსკანო (აშშ), გეომედის მოწვეული პროფესორი და პროგრამის თანახემძღვანელი ქრისტოფერ ვოლფი (გერმანია, პროგრამის ხემძღვანელი პროფესორი ზაზა ბერიშვილი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი მანანა ცერცვაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნინო ჭიჭივეიშვილი, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, შპს M-მედი22, პედიატრიული კლინიკის ხემძღვანელი თამარ ჩახუნაშვილი (დამსაქმებელი) ქართველი და უცხოელი სტუდენტები.
მრგვალ მაგიდაზე განხილული იქნა პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები, ნაწილობრივი ინტეგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, საერთაშორისო გამოცდილება პროგრამის ინტეგრაციის კუთხით, ასევე პროგრამის შედეგების შეფასების სისტემა.

IMG
img
img2
img3

Facebooktwitterpinterestlinkedinmail