უნივერსიტეტ გეომედის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციები

უნივერსიტეტ გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ბიოსტრუქტურებისა და ბიოიმიჯინგის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ჟურნალ “Microbiology Research (MDPI)”-ში (IF 2.1) გამოქვეყნდა ერთობლივი სამეცნიერო სტატია – “Tick-Borne Encephalitis Virus (TBEV): Epidemiology, Diagnosis, Therapeutic Approaches and Some Molecular Aspects—An Updated Review” – https://doi.org/10.3390/microbiolres15040174

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2024 წლის 13 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით. თითოეული განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიებით და ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

უნივერსიტეტ გეომედის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტი

უნივერსიტეტ გეომედის პროფესორების, ელენე ასანიძის, ზურაბ ცეცხლაძის, მალხაზ ვახანიას, მანანა ურჯუმელაშვილის  და უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მარინა ფირცხალავას  ავტორობით ჟურნალში „International Journal of Fertility and Sterility“ გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი “Relationship between homocysteine levels, MTHFR C677T and A1298C  polymorphism, and pregnancy outcomes in Georgian women with polycystic ovary syndrome” (https://www.ijfs.ir/article_714915.html). აღსანიშნავია, რომ გენეტიკური ვარიანტების გამოკვლევა ჩატარდა უნივერსიტეტ გეომედის  …

სტუდენტ რიტიკა ბჰატიას ნაშრომი ჟურნალში Journal of International Medical Research

უნივერსიტეტი გეომედის პროფესორის ელენე ასანიძის ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა ნაშრომი ჟურნალში „ Journal of International Medical Research (SAGE)“. აღსანიშნავია, რომ სტატია “Complexities of complete androgen insensitivity syndrome: insights from a case report and literature review”  შესრულებულია უნივერსიტეტი გეომედის  სტუდენტის რიტიკა ბჰატიას აქტიური ჩართულობითა და თანაავტორობით  –  DOI: 10.1177/03000605241300058 Complexities of complete androgen insensitivity syndrome: insights from a case …

სტუდენტ სვარალი ჩოდნეკარის ნაშრომი ჟურნალში Oxford Open Immunology

უნივერსიტეტ გეომედის, მედიცინის ფაკულტეტის V კურსის სტუდენტ სვარალი ჩოდნეკარის მიერ, პროფესორ ზურაბ ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, ჟურნალში „Oxford Open Immunology“ გამოქვეყნდა სტატია “CRISPR CLIP: comprehensive reviews on interventional studies using precision recombinant technologies: clinical landmarks, implications, and prospects” – https://doi.org/10.1093/oxfimm/iqae013