2024 წლის 21-23 ნოემბერს, პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში, ჩატარდა 32-ე მსოფლიო კონგრესი “წინააღმდეგობები მეანობა-გინეკოლოგიაში და უნაყოფობაში“. უნივერსიტეტ გეომედის პროფესორებმა ელენე ასანიძემ, ზურაბ ცეცხლაძემ და მალხაზ ვახანიამ წარადგინეს ერთობლივი ნაშრომი : „ორსულობის განმეორებითი დანაკარგები პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით – ჰომოცისტეინის და MTHFR პოლიმორფიზმების მნიშვნელობა“ . თემის მომხსენებელმა ელენე ასანიძემ დიდი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე საზოგადოების. ამავე კონფერენციაზე წარდგენილი იყო …