უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს მაძიებლის განაცხადის მიღებას, ვისაც ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და მზაობა, გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამა შემდეგ სპეციალობებში: თერაპიული სტომატოლოგია / სპეციალიზაციის კურსი ბავშვთა და მოზარდთა თერაპიულ სტომატოლოგიაში – 11 ადგილი; ორთოპედიული სტომატოლოგია – 2 ადგილი; ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურირტოლოგია – 1 ადგილი. რეგისტრაციისათვის …
15 ნოემბერს უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია. სტუდენტებს ეცნობათ იმ უპირატესობების შესახებ, რომლითაც ისინი ისარგებლებენ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით. ასევე სტუდენტები გაეცნენ ზოგად ინფორმაციას რუმინეთის გრეგორი პოპას სახელობის მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის შესახებ, სადაც კონკურსის ფარგლებში შერჩეული სტუდენტი გაემგზავრება და გააგრძელებს სწავლას 1 სემესტრის განმავლობაში. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება …