ინდოეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ნილაქში საჰა სინჰა და მეორე მდივანი სუბუ რამეში ეწვივნენ უნივერსიტეტ გეომედს. ინდოეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა რექტორმა მარინა ფირცხალავამ, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ზურაბ ცეცხლაძემ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ხათუნა მაკალათიამ. ვიზიტის დროს ელჩს ჰქონდა ინტერაქციული სახის შეხვედრა სტუდენტებთან, გაეცნო სასწავლო პროცესს, დაინტერესდა მათი სტუდენტური ცხოვრებით.