გამოვიდა უნივერსიტეტ გეომედის პროფესორის რევაზ ლორთქიფანიძის სახელმძღვანელო ,,ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები კონკურენტული მართვის უნარებისთვის’’. წიგნი განკუთვნილია საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და ბიზნესის ადმინისტრირების საკითხების შესწავლით დაინტერესებული მკითხველებისთვის. წიგნი ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
ინდოეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ნილაქში საჰა სინჰა და მეორე მდივანი სუბუ რამეში ეწვივნენ უნივერსიტეტ გეომედს. ინდოეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა რექტორმა მარინა ფირცხალავამ, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ზურაბ ცეცხლაძემ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ხათუნა მაკალათიამ. ვიზიტის დროს ელჩს ჰქონდა ინტერაქციული სახის შეხვედრა სტუდენტებთან, გაეცნო სასწავლო პროცესს, დაინტერესდა მათი სტუდენტური ცხოვრებით.
1. მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 21 აგვისტოდან – 2024 წლის 9 სექტემბრის 18:00 სთ–მდე. 2. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2024 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 სთ-დან – 17:00 სთ-მდე. წარმოსადგენი საბუთების ნუსხა: პირადობის …
მასაჩუსეტსის (ბოსტონი, აშშ) ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტის სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგიის განყოფილება (DVES), რომელიც წამყვანია ამ მიმართულებით კვლევებში გამოიყენებს CARDIOSIM©-ის პროგრამული პლატფორმის ერთ-ერთ მოდულს (https://cardiosim.dsb.cnr.it/). CARDIOSIM© არის ადამიანის გულის ცირკულატორული და რესპირატორული სისტემის პროგრამული სიმულატორი რომელიც შემუშავებულია უნივერსიტეტ გეომედის პრფესორის კლაუდიო დე ლაცარის მიერ, იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოს კლინიკური ფიზიოლოგიის ინსტიტუტში (CNR, რომი).
2024 წლის 8 ივლისს 12:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედში (101 აუდიტორია) გაიმართა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა. კურსდამთავრებულებმა წარმატებით წარმოადგინეს საბაკალავრო ნაშრომები.