ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი განხილვა

2023 წლის 26 ივნისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი განხილვა. 2023 წლის 30 ივნისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების წინასწარი განხილვა.

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე

2023 წლის 30 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე: OSPE (ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა), OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და Mini-Cex (მინი-კლინიკური სავარჯიშოს შეფასება). სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. სემინარს უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი.

ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

2023 წლის 10 ივლისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდება ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.