სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე 2020 წლიდან წარმატებით დაინერგა ფინალური გამოცდების შეფასების ახალი მეთოდი სპეციალობის საგნებში – ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE). გამოცდა ტარდება უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სტომატოლოგიურ საფანტომო ლაბორატორიასა და საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც განლაგებულია 11 „სადგური“. სტუდენტების კლინიკური უნარების ცოდნის დონეს აფასებენ სერტიფიცირებული გამომცდელები, რომელთაც სათანადო მიმართულებით აქვთ გავლილი ლიდსის უნივერსიტეტის ტრენინგები. …