ექსკურსია ბორჯომში

2019 წლის 27 ოქტომბერს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია ბორჯომში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა, სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო კონფერენცია ,,სპორტსმენი 365″

2019 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა (GENOC) და ოლიმპიური აკადემიის (GENOA) და უნივერსიტეტ გეომედის ერთობლივი ინიციატივით უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კონფერენცია ,,სპორტსმენი 365″. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება სოკ-ის საგანმანათლებლო პლატფორმისა დაოლიმპიური მოძრაობის ღირებულებებისა და მიზნების შესახებ. კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს მოწვეულ ექსპერტთა ლექციები ყველა იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც განხილულია “სპორტსმენი365” პლატფორმაზე, კერძოდ ოლიმპიური …

დივალი – სინათლისა და კეთილდღეობის ფესტივალი

26 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში გაიმართა კონცერტი დივალის ფესტივალთან დაკავშირებით, სადაც ინდოელმა და ქართველმა შემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა. უნივერსიტეტ გეომედის სტუდნტებმა შეასრულეს ინდური ტრადიციული ცეკვები, ინდოელმა და ქართველმა სტუდენტებმა ერთად შეასრულა ქართული ნაციონალური სიმღერები. ღონისძიება დასრულდა გრანდიოზული ფეიერვერკით. საქართველოში ინდური კულტურის პოპულარიზაციის მხარდაჭერისთვის უნივერსიტეტ გეომედის რექტორს, პროფესორ მარინა ფირცხალავაs „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ თავმჯდომარემ დარპან პრაშერმა გადასცა …