2019 წლის 15 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის II საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე: “დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”. სიმპოზიუმი გახსნა უნივერსიტეტ გეომედის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბატონი ზვიად გაბისონია და ბერლინის შტაინბაის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი გიორგი ხუბუა. სიმპოზიუმზე მოხსენებით გამოვიდნენ ბერლინის შტაინბაის უნივერსიტეტის, …
2019 წლის 18 დეკემბერს უნივერსიტეტი გეომედი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აცხადებს სამეცნიერო, თეორიულ და პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. მსურველებს გთხოვთ მასალები წარმოადგინოთ სამეცნიერო კვლევით განყოფილებაში სწავლულ მდივანთან პროფ. თამარ ოქროპირიძესთან. conference@geomedi.edu.ge მასალები გამოქვეყნდება. ორგ. კომიტეტი
2019 წლის 15 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართება უნივერსიტეტ გეომედის II საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე “დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”.
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დახმარებით გაიხსნა წვდომა Elsevier-ის შემდეგ ბაზებზე: Scopus, Science Direct, Scival Funding (Funding Institutional).ბაზები იძლევა ელექტრონული ჟურნალების,პერიოდული გამოცემებისა და წიგნების, საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გამოყენების საშუალებას. ბიბლიოთეკის ნებისმიერ აბონენტს შეუძლია სასურველ დროსა და სივრცეში, ბიბლიოთეკაში შეუსვლელად ისარგებლოს ამ ბაზებით. ბაზების რესურსებით სარგებლობის შესახებ მიმართეთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას
2019 წლის 1-10 ნოემბერს, უნივერსიტეტ გეომედის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ინდოეთს ესტუმრა. შეხვედრები გაიმართა პარტნიორი უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან, პროფესორებთან და სტუდენტებთან. ვიზიტმა საქმიან და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. უნივერსიტეტ გეომედის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საუნივერსიტეტო კამპუსები, ესტუმრნენ რამოდენიმე საავადმყოფოს და განიხილეს მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები. სამედიცინო ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა ნინო ჭიჭივეიშვილმა, სტუდენტებს გვამზე ჩაუტარა სასწავლო პრაქტიკული მეცადინეობა ადამიანის ნორმალურ …