2022 წლის 5 აპრილს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენება”. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოადგინა EBSCO-სა და ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებში წყაროების მოძიების და გამოყენების გზები. ტრეინინგს ესწრებოდა ყველა დაინტერესებული პირი.
ტრენინგები
სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახური აგრძელებს პროფესიული განვითარების ციკლს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის. ამ მიზნით, 2021 წლის 24 და 25 ნოემბერს, უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პედაგოგები დაესწრნენ ტრენინგებს “ონლაინ სწავლების მეთოდები სამედიცნო განათლებაში” და “საბაზისო სწავლების უნარები სამედიცნო განათლებაში”, რომელიც ჩატარდა ლიდსის უნივერსიტეტის CPD (Continuous Professional Development) თაოსნობით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ …
2021 წლის 10-11 ნოემბერს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგი თემაზე „ZOTERO – სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა. ზოტეროს ტრეინინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ზოტეროს ბიბლიოთეკის შექმნა და წყაროების დამატება ზოტეროს ბიბლიოთეკის მოწესრიგება ციტირებების და ბიბლიოგრაფიის შექმნა ზოტეროს ონლაინ სივრცე ტრეინინგის თეორიულ ნაწილთან …
2021 წლის 29 ოქტომბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე: “სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების გზები”. სემინარი ჩაატარა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ, რომელმაც ისაუბრა სამეცნიერო ბაზების, EBSCO-სა და ELSEVIER-ის მრავალფეროვანი წყაროების მოძიებისა და გამოყენების გზების შესახებ მედიცინაში. სემინარი წარიმართა ონლაინ და დასწრებულ ფორმატში.
2021 წლის 22 ოქტომბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“. მომხსენებელი იყო აა(ი)პ „ასოციაცია მეცნიერებისთვის“ პრეზიდენტი – თამარ ხახუტაშვილი. სემინარზე განხილული იყო სამეცნიერო ჟურნალის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება. სემინარი ჩატარდა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში.