Elsevier-ის ვებინარების სერია

ელსევიერთან თანამშრომლობის ფარგლებში ბიბლიოთეკა გთავაზობთ ელსევიერის გუნდის მიერ ორგანიზებულ ვებინარების სერიას. ვებინარები მოიცავს სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვებინარების განახლებული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/els_webinars_cee ვებინარებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

ერაზმუს + მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის

1. შპს უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტში (University of Granada, Spain) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის 1 (ერთი) ადგილზე.აპლიკანტს ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს + – ის გრანტი. 2. …

ტრენინგი პირველკურსელთათვის

ტრენინგი პირველკურსელთათვის

30 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი პირველი კურსის სტუდენტებისათვის. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე – ნანა ცერცვაძე. ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საბიბლიოთეკო სერვისების გაცნობა, რაც გაუადვილებთ სტუდენტებს სასურველი რესურსებისა და სერვისების მოძიებასა და მიღებას. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო EBSCO-სა და ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებში ძიების გზებისა და წვდომის შესახებ საუბარს და პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოდგენას.

ბიბლიოთეკის ბეჭდური და ციფრული ფონდები განახლდა

გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის ბეჭდური და ციფრული ფონდი განახლდა შემდეგი ახალი წიგნებით: ბეჭდური ფონდი: ვახანია მ. – ამინომჟავები, სადიაგნოსტიკო ცილები და მათი ბიოლოგიური ფუნქციები. 2025. მაკმილანი ბ. – ადამიანის სხეულის ილუსტრირებული ატლასი. 2024. ჩხარტიშვილი მ. – საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი. 2024. ბექაია გ. – საოცრებანი მედიცინაში. 2025. მამაცაშვილი თ. – 8 წიგნი ჯანმრთელობაზე. 2022. Mescher A.L. …

2025 -2026 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების ვადები

2025 -2026 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების ვადები

I. უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2025–2026 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: 1. „ ჯანდაცვის მენეჯმენტი“• კვალიფიკაცია – ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში. 2. „ ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“• კვალიფიკაცია – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრი. II. მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთები მიიღება 01 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქ. …