EBSCO-ს ელექტრონულ ბაზებს ახალი რესურსები დაემატა

გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უკვე არსებულ EBSCO-ს ელექტრონულ ბაზებს დაემატა კიდევ ახალი რესურსი: eBook Open Access (OA) Collection, რომელიც არის ელექტრონული წიგნების მულტიდისციპლინარული კოლექცია და შექნილია უნივერსიტეტებისა და მეცნიერ გამომცემლების თანამშრომლობით. ბაზა გაძლევთ წვდომას ელექტრონული წიგნების დიდ არჩევანზე. ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ მოიძიოთ, წაიკითხოთ ან გადმოწეროთ ელექტრონული წიგნები.

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი1.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუს შეჩერებულს. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა2.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლის პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.2.2. დამატებითი სემესტრის სტუდენტს არ …

გილოცავთ!

2021 წლის 22 ივნისს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტ გეომედს 6 წლის ვადით მიანიჭა ავტორიზაცია. ადმინისტრაცია

პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

2021 წლის 25 ივნისს, უნივერსიტეტი გეომედი ატარებს  საგაზაფხულო, პროფესორ-მასწავლებელთა, სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც წარიმართება ონლაინ რეჟიმში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. მონაწილეობის მსურველებმა  უნდა წარმოადგინონ მასალები ელექტრონულ ფოსტაზე conference@geomedi.edu.ge,  არაუგვიანეს  16 ივნისისა (იხ. ინსტრუქცია). ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტ გეომედის კონფერენციის კრებულში „სამეცნიერო კონფერენციის მასალები“ თბილისი 2021. საუკეთესო ნაშრომების ავტორები მიწვეულნი იქნებიან დელეგატებად მესამე საერთაშორისო …

სტუდენტთა საყურადღებოდ!

2021 წლის 24 ივნისს, უნივერსიტეტი გეომედი ატარებს  საგაზაფხულო, სტუდენტურ, თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც წარიმართება ონლაინ რეჟიმში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. მონაწილეობის მსურველებმა,  უნდა წარმოადგინონ მასალები ელექტრონულ ფოსტაზე  conference@geomedi.edu.ge,  არაუგვიანეს  15 ივნისისა (იხ. ინსტრუქცია). კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერთიფიკატი, ხოლო  ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტ გეომედის კონფერენციის კრებულში „სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენციის მასალები“ თბილისი …