1. მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 28 იანვრიდან – 2022 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ–მდე. 2. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2022 წლის 10 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, 10:00 სთ-დან – 17:00სთ-მდე. წარმოსადგენი საბუთების ნუსხა: პირადობის მოწმობის …
განცხადებები
გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს დაემატა ახალი წიგნები: მამალაძე მ., კორსანტია ნ., სანოძე ლ.-ოპერაციული ოდონტოლოგია. ნაწილი I, I I გამოცემა., 2021. ჩიკვილაძე დ., მეტრეველი დ.- სამედიცინო მიკრობიოლოგია. 2021.
2021 წლის 24 დეკემბერს, 16:00 საათზე, დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ეგიდით გაიმართება სემინარი თემაზე “რიტორიკა”, რაც ემსახურება მეტყველების კულტურისა და ორატორობის ხელოვნების ძირითადი პრინციპების გაცნობას. სემინარს გაუძღვება სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ასოცირებული პროფესორი გოჩა მსხილაძე. სემინარი ჩატარდება უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში რეგულაციების სრული დაცვით. ასევე მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ ონლაინ ფორმატში Google Meet პლატფორმის საშუალებით: https://meet.google.com/byp-qquo-wwo
2021 წლის 13 დეკემბერს, 13:00 საათზე ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანსა და კომპანია “დოქტრა”-ს წარმომადგენელს შორის გაიმართება შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის დასაქმების ფორუმის ჩატარება და კომპანიაში არსებული ვაკანსიების გაცნობა.
2021 წლის 10 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდება სემინარი „Towards Successful Scientific Research“. მომხსენებლები იქნებიან გეომედის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი არიან მატინი და ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია. სემინარზე განხილული იქნება კვლევის დაგეგმარება და სტატიის მაღალ რეიტინგულ, საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნების პრაქტიკა. სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე როგორც დასწრებულ, ასევე ონლაინ ფორმატში.











