გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნად ფონდს დაემატა შემდეგი ახალი წიგნები: გოგილაშვილი ქ., ნაცვლიშვილი თ. – კლინიკური პაროდონტოლოგია. ტომი 1. 2022. გოგილაშვილი ქ., ნაცვლიშვილი თ. – პაროდონტის დაავადებების არაქირურგიული და ქირურგიული მკურნალობა. ტომი 2. 2022. რედ.: იაშვილი ი. – საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია. 2021.
განცხადებები

2022 წლის 23 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, უნივერსიტეტ გეომედის სააქტო დარბაზში ჩატარდება ტრენინგი თემაზე “კიბერ-უსაფრთხოების და კიბერ-ჰიგიენის მნიშვნელობა უმაღლეს სასწავლებელში”. ტრენინგს წარუძღვება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიტიკოსი, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის და რისკების შეფასების სამმართველოს კიბერ-უსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტის, კერძოდ, სსიპ კიბერ-უსაფრთხოების ბიუროს ანალიტიკოსი და ტრენერი სოფიო ჯაფარიძე. ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიმართოთ დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: nino.chichiveishvili@geomedi.edu.ge ან გაიაროთ რეგისტრაცია …
24 ნოემბერს 15:00 საათზე 101-ე აუდიტორიაში შემოქმედებითი გაერთიანება გიმნასიონის ფარგლებში ჩატარდება მოხსენება თემაზე: ,,ენოთერაპია”. მომხსენებელი – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაცის პირველი კურსის სტუდენტი პაპუნა კაჭკაჭიშვილი.

დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, 2022 წლის 11 ნოემბერს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი უმაღლეს სასწავლებელში პერსონალურ მონაცემთა დაცვაში. ტრენინგს უძღვებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი, ლილი ტანიაშვილი. მან ტრენინგის ფარგლებში განიხილა პერსონალური მონაცემების დამუშავების დაცვის მნიშვნელობა მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა სუბიექტის უფლებები. …
2022 წლის 16 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას. აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 9 დეკემბერი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge.











