ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, საბაკალავრო ნაშრომების დაცვა შედგება 2022 წლის 20 ივლისს, 11:00 საათზე, სამაგისტრო ნაშრომების – 2022 წლის 25 ივლისს, 11:00 საათზე.

ტრენინგი „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“

ტრენინგი „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“

2022 წლის 13-21 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ინსტიტუტში 7 დღიანი ტრენინგ პროგრამის ფარგლებში გადამზადება გაიარა უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელმა. ტრენინგი „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“ სავალდებულოა მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის მიხედვით და მიზნად ისახავს აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის უწყვეტ განვითარებასა და სამედიცინო სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. …

საინფორმაციო შეხვედრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ორგანიზებით 2022 წლის 31 მაისს, 3 საათზე, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდება საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრა – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“, რაც გულისხმობს მომხმარებლებისთვის კომუნიკაციების სფეროში მათი უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენას, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრა გაიმართება Zoom აპლიკაციის მეშვეობით. შეხვედრის ლინკი:https://gncc.zoom.us/j/85336971677?pwd=RitpYUJpcnliZEkxQ3VMZHZUcW5zdz09 …

უნივერსიტეტში პლაგიატის პრევენციის ტრენინგი ჩატარდა

უნივერსიტეტში პლაგიატის პრევენციის ტრენინგი ჩატარდა

პლაგიატის პრევენციისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, 2022 წლის 19 მაისს, უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი-პროგრამა “Ouriginal”- ის განხილვა. ტრენინგს უძღვებოდა ,,საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017″-ის წარმომადგენლი, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტრენინგ ცენტრის პედაგოგი – თეონა პაპიაშვილი. მან ისაუბრა მსგავსების ამომცნობი პროგრამის ფუნქციის, ნაშრომის შემოწმებისა და მიღებული შედეგების ანალიზის შესახებ. ტრენინგი გათვალისწინებული …

ონლაინ ტრენინგი თემაზე: ანტიპლაგიატის პროგრამა “Ouriginal”

19 მაისს 15:00 საათზე ბიბლიოთეკის ინიციატივით გაიმართება ონლაინ ტრენინგი თემაზე: ანტიპლაგიატის პროგრამა “Ouriginal”- ის განხილვა. ტრენინგს ჩაატარებს ,, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017″-ის წარმომადგენელი, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტრენინგ ცენტრის პედაგოგი – თეონა პაპიაშვილი. ტრენინგი ჩატარდება ზუმში და განხილული იქნება შემდეგი საკითხები: მსგავსების ამომცნობი პროგრამის არსი და ფუნქცია ნაშრომის შემოწმების პროცედურები მიღებული შედეგების ანალიზი შეხვედრის …