სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე

2023 წლის 30 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე: OSPE (ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა), OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და Mini-Cex (მინი-კლინიკური სავარჯიშოს შეფასება). სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. სემინარს უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი.

ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

2023 წლის 10 ივლისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდება ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე

2023 წლის 29 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე: PBL (Problem-Based Learning) – პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, CBL (Case-Based Learning) – კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება, TBL (Team-Based Learning) – გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება, CBCR (Case-Based Clinical Reasoning) – შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული კლინიკური მსჯელობა, Role Play – ექიმისა და პაციენტის როლების შესრულება, …

კიდევ ერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა გეომედის აფილირებული პროფესორის ავტორობით

უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორის, ვალენტინა მიტოვას ავტორობით, ჟურნალ „Coatings (MDPI)“-ში (Current Impact Factor – 3.236) გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი “Influence of Synthetic Conditions on the Crystal Structure, Optical and Magnetic Properties of o-EuFeO3 Nanoparticles”. სტატიის ლინკი: https://www.mdpi.com/2079-6412/13/6/1082

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-19 საერთაშორისო კონგრესი

28-29 ივლისს ბათუმში ტარდება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-19 საერთაშორისო კონგრესი. მონაწილეობის მიღების მსურველებს შეგიძლიათ იხილოთ წინასწარი პროგრამა და დარეგისტრირდეთ შემდეგ ლინკზე: http://gsa.ge შეკითხვების შემთხვევაში მიაკითხეთ სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანატს.