ინტელექტუალური საკუთრების უფლებები უმაღლესი განათლების სფეროში

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები უმაღლესი განათლების სფეროში

I2Q პროექტის ფარგლებში, 2025 წლის 24 იანვრიდან 26 იანვრამდე ჩატარდა მესამე საერთაშორისო მაღალი დონის სწავლება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას. ღონისძიება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ორგანიზებით გაიმართა. მესამე საერთაშორისო მაღალი დონის სწავლება ორიენტირებული იყო ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე უმაღლესი განათლების სფეროში. მონაწილეებმა გააუმჯობესეს თავიანთი ცოდნა პატენტების, სავაჭრო ნიშნებისა და საავტორო უფლებების შესახებ სემინარების, სიმულაციური …

გულ-სისხლძარღვთა პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა CARDIOSIM©-ის დანერგვა კლინიკაში

CARDIOSIM© გულ-სისხლძარღვთა პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა (CNR), რომელიც შემუშავებული არის უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორის, კლაუდიო დე ლაცარის მიერ, ხელი მოეწერა კონფიდენციალურობის შეთანხმებას, რომის საპიენზას უნივერსიტეტსა და Abiomed Europe GmbH, Neuenhofer Weg (“Abiomed” Aachen)-ს შორის. შეთანხმების ფარგლებში მხარეები შეისწავლიან RP სიმულაციის როლს ფილტვის ჰიპერტენზიის დროებით მკურნალობაში.

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული კონფერენცია

2024 წლის 20 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა და პროფესორებმა. თითოეული მოხსენების გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციის მასალებში.

უნივერსიტეტ გეომედის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციები

უნივერსიტეტ გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ბიოსტრუქტურებისა და ბიოიმიჯინგის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ჟურნალ “Microbiology Research (MDPI)”-ში (IF 2.1) გამოქვეყნდა ერთობლივი სამეცნიერო სტატია – “Tick-Borne Encephalitis Virus (TBEV): Epidemiology, Diagnosis, Therapeutic Approaches and Some Molecular Aspects—An Updated Review” – https://doi.org/10.3390/microbiolres15040174

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2024 წლის 13 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით. თითოეული განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიებით და ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.