უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი რევაზ ლორთქიფანიძე გახდა საქართველოს ჩემპიონი სპორტულ უშუში. უნივერსიტეტი ულოცავს ამ მიღწევას და უსურვებს წარმატებებს მომავალში.


უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი რევაზ ლორთქიფანიძე გახდა საქართველოს ჩემპიონი სპორტულ უშუში. უნივერსიტეტი ულოცავს ამ მიღწევას და უსურვებს წარმატებებს მომავალში.

28 ნოემბერს უნივერსიტეტ გეომედში, გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტები და მათი დეკანები.თამაში ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა, სავსე იყო ემოციებით, გუნდური სულით და ჯანსაღი კონკურენციით.გამარჯვებული გახდა სტომატოლოგიის გუნდი!ვულოცავთ მათ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!

Elsevier-თან თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ჩართულნი იყვნენ Elsevier-ის გუნდის მიერ ორგანიზებულ ვებინარების სერიაში. ვებინარები მოიცავდა სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჟურნალების შერჩევა, მეტრიკები და რეიტინგები Scopus -ში, სამეცნიერო ლიტერატურის ეფექტურად მოძიება, შესწავლა და ანალიზი ScienceDirect-ში, ხელოვნური ინტელექტი Scopus-ში და ა.შ. სესიები ფოკუსირებული იყო ლიტერატურის ძიების ოპტიმიზაციაზე, კვლევის შედეგების …

2025 წლის 17 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „15 Years of Excellence in Biotechnology: Achievements and Perspectives”, რომელზეც მთავარ მომხსენებლებად მიწვეული იყვნენ უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი ვალენტინა მიტტოვა და ბიოსტრუქტურების და ბიოიმიჯინგის ინსტიტუტის (იტალიის კვლევების ეროვნული საბჭო – CNR) უფროსი მკვლევარი და ასევე უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი ჯოვანი როვიელო. პროფესორმა მიტტოვამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე …

ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტი გეომედის ორმა სტუდენტმა 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი გაიარეს უნივერსიტეტი გეომედის პარტნიორ ევროკავშრის უნივერსიტეტებში. ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტმა, გიორგი ბექაურმა გაიარა გაზაფხულის სემესტრი პოლონეთში, ქალაქ შელცეში, ხოლო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა, აპურვა გავანდემ რუმინეთში, ქალაქ იასში, სადაც ერაზმუს+ პროგრამით გათვალისწინებული იყო სრული სტიპენდია.