2017 წლის 4 ოქტომბერს, გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის საუკეთესო მომხსენებლების და საქართველოს უნივერსიადის მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება.
სიახლეები
2017 წლის 1 ოქტომბერს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, განხორციელდა მასშტაბური გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებმა.

უნივერსიტეტი გეომედი გთავაზობთ გაიაროთ ექიმ-სტომატოლოგთა გადამზადების მოკლევადიანი კურსი – მინი-რეზიდენტურა ქირურგიულ სტომატოლოგიაში და ბავშვთა ასაკის თერაპიულ სტომატოლოგიაში (ხანგრძლივობა 3 თვე).
დღეს, 18 სექტემბერს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტ გეომედის რექტორმა პროფესორმა მარინა ფირცხალავამ და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მერაბ მერაბიშვილმა.
2017 წლის 14 ივლისს ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ მკლავჭიდში, რომელშიც ოქროს მედალი მოიპოვა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა გაიოზ ცეცხლაძემ. უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს უნივერსიადაზე 3 ოქროს, 1 ვერცხის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს „უნივერსიადა – 2017“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.



































