ა.წ. 14 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაატარებენ ერთობლივ კვლევებს ჯანდაცვის მიმართულებით. შპს უნივერსიტეტ გეომედში 14 ივნისს 11:00 საათზე ჩატარდება ღია ლექცია თემაზე „ქალთა ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების მანძილზე“, რომლესაც ჩაატარებს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქრისტინ ქ. სნაჟდერი.
სიახლეები
პოლონელი მეგობრებისა და ევროკავშირის დახმარებით საქართველო ავითარებს ბოჩას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ახალი პარაოლიმპიური სპორტის სახეობაა. 4-7 მაისს თბილისში, პარასპორტის განვითარების ცენტრში მიმდინარეობდა ტრენინგები ბოჩას თამაშის წესების შესახებ, რომლის შედეგადაც მომზადდა მწვრთნელები და მსაჯები, ასევე მოთამაშეები, რომელთაგან რამდენიმე 2016 წლის ოქტომბერში ბოჩას საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას. ტრენინგში აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერს გეომედის მადიცინისა და ფიზიკური მედიცინისა და …
2016 წლის 11 მაისს, 14 საათზე, უნივერსიტეტ გეომედში ტარდება საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ რევაზ ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია: „პოსტკომუნისტური ქვეყნების ჯანდაცვითი მენეჯმენტის პრობლემებისა და მათი გადაჭრის ზოგადთეორიული ხედვების შესახებ“
უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, გეომედის კალათბურთის ნაკრების წევრებმა და სტუდენტებმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
1 მარტს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება კოტე ზარნაძის დასახმარებლად. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გეომედის სტუდენტის, ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ბუაჩიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოფენა მუსიკალურად რატი გუნდიშვილმა გააფორმა. ჩატარდა პოეზიის საღამო, რომლეშიც მონაწილეობა მიიღო ყველასათვის საყვარელმა პოეტმა თემო შენგელაიმ, ასევე არჩილ აბესაძემ, რომელთა წაკითხულმა ლექსებმა შეკრებილი საზოგადოება აღაფრთოვანა. საქველმოქმედო ღონისძიებაზე გეომედის ფოლკლორული ანსამბლის წევრები სანდრო …