12 დეკემბერს უნივერსიტეტი გეომედის ინიციატივით ექიმი სარა ხადერი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ექიმი და პედაგოგია ინდოეთის რესპუბლიკაში, ესტუმრა უნივერსიტეტის კამპუსს, სადაც მე-5 – მე-12 სემესტრის სტუდენტებისთვის ჩაატარა FMGE გამოცდისთვის მოსამზადებელი ხუთდღიანი კურსი. დამსწრე სტუდენტებმა შეისწავლეს აღნიშნული გამოცდის ძირითადი თემები და სტრუქტურა, განიხილეს მოსამზადებელი პროცესის თავისებურებები და დაწერეს ტესტური ვერსია.
სიახლეები

2025 წლის 12 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო მოხსენებები მედიცინის, რეაბილიტაციის, სამედიცინო მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – Niyati Nileshkumar Vaidya, (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი) II ადგილი – Pooja Hiteshbhai Rajput (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი) …

2025 წლის 11 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა და პროფესორებმა. თითოეული მოხსენების გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციის მასალებში.

9 დეკემბერს Innovative Systems Management (ISM)-ის ორგანიზებით თბილისში გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია „ბიბლიოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“. კონფერენცია აერთიანებდა EBSCO-სა და Innovative Systems Management (ISM)-ის საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს.კონფერენციაში მონაწილეობდა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნანა ცერცვაძე. ღონისძიებაზე განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძველზე შექმნილი ფუნქციები EBSCOHost პლატფორმაზე, ბიბლიოთეკების მომავალი ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის …

The innovative news: ჟურნალში “მსოფლიო ეკონომიკა” გამოქვეყნდა 2025 წლის მე-4 ნომერში უნივერსიტეტ გეომედის პროფესორის, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის რევაზ ლორთქიფანიძის შრომა “ამერიკული ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მნიშვნელობა გლობალური ბაზრის კონცენტრაციის შემცირებაში”: Lordkipanidze, R. (2025). The Significance of American Antitrust Policy in Reduction of Global Market Concentration. Journal of World Economy, 4(5), 1–4. https://www.pioneerpublisher.com/jwe/article/view/1467 აგრეთვე, ჟურნალმა “თანამედროვე …











