9 დეკემბერს Innovative Systems Management (ISM)-ის ორგანიზებით თბილისში გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია „ბიბლიოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“. კონფერენცია აერთიანებდა EBSCO-სა და Innovative Systems Management (ISM)-ის საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს.
კონფერენციაში მონაწილეობდა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნანა ცერცვაძე.
ღონისძიებაზე განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძველზე შექმნილი ფუნქციები EBSCOHost პლატფორმაზე, ბიბლიოთეკების მომავალი ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში, ,,ცოდნის საცავების’’ ინოვაციური სერვისები და ა.შ.
მონაწილეებმა ისაუბრეს ბიბლიოთეკა 4.0-ის პრაქტიკული მოდელების, მომავლის სტრატეგიებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც ჩნდება ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის სინერგიის პირობებში.














