საქმიანი ვიზიტი ინდოეთში

საქმიანი ვიზიტი ინდოეთში

უნივერსიტეტ გეომედის პროფესორები საქმიანი ვიზიტით ინდოეთს ესტუმრნენ. შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტების რექტორებთან, პრორექტორებთან, მედიცინის ფაკულტეტის დეკანებთან, კვლევითი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან. უნივერსიტეტის დელეგაცია მიიწვია გუჯარათის პარლამენტის ოფიცერმა მედიცინის მიმართულებით ბატონმა ანილ ჩაუჰანმა და გაიმართა საინტერესო საუბარი. მან დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრებს წარმატებული ექიმების აღზრდისათვის და გამოთქვა სურვილი ეწვიოს უნივერსიტეტ გეომედს. მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ხათუნა მაკალათია …

უნივერსიტეტ გეომედმა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა

უნივერსიტეტ გეომედმა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა

უნივერსიტეტ გეომედმა გამოხატა სრული სოლიდარობა უკრაინისადმი და ჰუმანიტარული ტვირთის სახით გადაუდებელი სამედიცინო მოხმარების მედიკამენტები და აღჭურვილობები გააგზავნა.

სამეცნიერო სემინარი

სამეცნიერო სემინარი

2022 წლის 9 მარტს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა მორიგი სამეცნიერო სემინარი თემაზე “ჰიპოკამპის როლი სივრცითი მეხსიერების ფორმირებასა და გახსენებაში“- მომხსენებელი უნივერსიტეტ გეომედის ასისტენტ პროფესორი ეკატერინე ყიფიანი. სემინარზე განხილული იყო უახლესი კვლევების შედეგები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

წიგნის პრეზენტაცია

წიგნის პრეზენტაცია

2022 წლის 4 მარტს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საბიბლიოთეკო სივრცეში გაიმართა მონოგრაფიის „ენდოგენური პეპტიდების როლი ორგანიზმების სისტემურ თვითრეგულაციაში“ პრეზენტაცია, რომლის ავტორია უნივერსიტეტ გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, მოლეკულური მედიცინის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ვახანია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოთხსენებული მონოგრაფია გახდა გამარჯვებული რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ …

უნივერისტეტ გეომედს კიდევ ერთი აფილირებული კლინიკა შეემატა

უნივერისტეტ გეომედს კიდევ ერთი აფილირებული კლინიკა შეემატა

2022 წლის 26 თებერვალს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ და რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ბატონმა პაპუნა ბახტაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც რუსთავის მულტიპროფილური საავადმყოფო გეომედის საუნივერსიტეტო აფილირებული კლინიკა გახდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალებით ხელს შეუწყობენ მაღალპროფესიონალი სამედიცინო პერსონალის ჩამოყალიბებას, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გეომედის …