ვებინარი: How to find relevant literature in Scopus

ვებინარი: How to find relevant literature in Scopus

9 აპრილს ელსევიერის ტრენერის Paula Milewska-ს მიერ ჩატარდა ონლაინ ვებინარი თემაზე: ’’How to find relevant literature in Scopus’’. ვებინარზე განხილული იყო ძიების სტრატეგიები სკოპუსში, ონლაინ დემონსტრაციის დროს პრაქტიკულად იყო წარმოდგენილი ძიების პროცესი, თუ როგორ ვიპოვოთ ღია წვდომის სტატიები, როგორ შევინახოთ ძიების შედეგები და ა.შ. სესიის ბოლოს ტრენერმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

ვებინარი Scopus-ის გამოყენების შესახებ

ვებინარი Scopus-ის გამოყენების შესახებ

 26 მარტს ელსევიერის ტრენერის კირილ ივანოვის მიერ ჩატარდა ვებინარი: ,,How to navigate in Scopus titles.’’ვებინარზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: რას ნიშნავს ღია წვდომის ჟურნალები; ღია წვდომის სახეები; რა არის ჟურნალის მეტრიკა; როგორ ხდება სკოპუსში ჟურნალების ინდექსირება და შეწყვეტა და ა.შ. ვებინარს უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ღია ლექცია

ღია ლექცია

2024 წლის, 15 მარტს, უნივერსიტეტი გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ღია ლექცია, თემაზე: ,,პრობლემები მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა რეაბილიტაციაში: ანალიზი, დაგეგმვა და მართვა.” მომხსენებლები საქართველოს მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ექიმი ნუტრიციოლოგი, პროფესორი – ქეთევან ბერიძე და საუნივერსიტეტო სარეაბილიტაციო კლინიკის ექიმი რეაბილიტოლოგი – ჯარჯი ბუზარაშვილი, სტუდენტებს ესაუბრნენ სპორტული რეაბილიტაციის სამიზნე ნიშნულებზე, ინტერვენციებსა და მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენების კვების პრობლემებზე, …

რეზიდენტურის წარჩინებული კურსდამთავრებულები

რეზიდენტურის წარჩინებული კურსდამთავრებულები

რეზიდენტების კიდევ ერთმა ნაკადმა წარჩინებით დაამთავრა საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის ბაზაზე არსებული სარეზიდენტო პროგრამა ორთოპედიულ სტომატოლოგიაში და სპეციალიზაციის კურსი ბავშვთა და მოზარდთა თერაპიულ სტომატოლოგიაში. უნივერსიტეტის და სტომატოლოგიური კლინიკის ადმინისტრაცია ულოცავს მათ და უსურვებს შემდგომ პროფესიულ განვითარებას, წინსვლასა და მადლიერი პაციენტების სიუხვეს. სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები

ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები

უნივერსიტეტ გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ბიოსტრუქტურებისა და ბიოიმიჯინგის ინსტიტუტის და MSD R&D (Merck) ინოვაციების ცენტრის (გაერთიანებული სამეფო) მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ჟურნალ „Current Medicinal Chemistry”-ში (IF 4.1) გამოქვეყნდა ერთობლივი სამეცნიერო სტატია – “Georgian Medicinal Plants as Rich Natural Sources of Antioxidant Derivatives: A Review on the Current Knowledge and …