სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დახმარებით გაიხსნა წვდომა Elsevier-ის შემდეგ ბაზებზე: Scopus, Science Direct, Scival Funding (Funding Institutional).ბაზები იძლევა ელექტრონული ჟურნალების,პერიოდული გამოცემებისა და წიგნების, საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გამოყენების საშუალებას. ბიბლიოთეკის ნებისმიერ აბონენტს შეუძლია სასურველ დროსა და სივრცეში, ბიბლიოთეკაში შეუსვლელად ისარგებლოს ამ ბაზებით. ბაზების რესურსებით სარგებლობის შესახებ მიმართეთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას

2019 წლის 1-10 ნოემბერს, უნივერსიტეტ გეომედის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ინდოეთს ესტუმრა. შეხვედრები გაიმართა პარტნიორი უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან, პროფესორებთან და სტუდენტებთან. ვიზიტმა საქმიან და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. უნივერსიტეტ გეომედის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საუნივერსიტეტო კამპუსები, ესტუმრნენ რამოდენიმე საავადმყოფოს და განიხილეს მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები. სამედიცინო ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა ნინო ჭიჭივეიშვილმა, სტუდენტებს გვამზე ჩაუტარა სასწავლო პრაქტიკული მეცადინეობა ადამიანის ნორმალურ …
I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის შერჩევის მიზნით. II. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; ავტობიოგრაფია cv; პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი. უმაღლესი განათლებისა (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და სამეცნიერო ხარისხის (არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი; სამოტივაციო წერილი; კანდიდატს უნდა …
I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის: ექიმი-თერაპევტის; ექიმი-ქირურგის; ექიმი-ორთოპედის; ექიმი-ორთოდონტის შერჩევის მიზნით. II. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; ავტობიოგრაფია cv; პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი. უმაღლესი განათლებისა (დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი) და სამეცნიერო ხარისხის (არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი; 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება. …

2019 წლის 30-31 ოქტომებრს, თბილისში ჩატარდა Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საკონტაქტო სემინარი, რომლის მიზანიც იყო გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში პირდაპირი კონტაქტების დამყარება ქართველ და ევროპელ პარტნიორებს შორის. საკონტაქტო სემინარში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტ გეომედის წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში მოხდა შეხვედრები ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტთან. დაისახა მომავალი თანამშრომლობითი გეგმები ევროპის რამოდენიმე საგანმანათლებლო ცენტრთან.