უნივერსიტეტ გეომედის ჩემპიონატი ჭადრაკში

2017 წლის 18 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩატარდა უნივერსიტეტ გეომედის პირველობა ჭადრაკში. ადგილები ასე განაწილდა: I ადგილი – ირაკლი ჯებაშვილი II ადგილი – პანკილ პარიხ III ადგილი – ვიას დიიფ ჩემპიონატის ჩატარების მიზანი იყო უნივერსიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ჭადრაკის ნაკრები გუნდისთვის კანდიდატების შერჩევა.

უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2017 წლის 25 მაისს, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. გამოვლინდენ საუკეთესო მომხსენებლები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სტიპენდიით. გრან პრი – ნინო სტეფნაძე (ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, I კურსი) I ადგილი – ჯამვეჩა დჰიეი სუნილბჰაი (მედიცინის ფაკულტეტის, II კურსი) (Dhyey Janvecha Sunilbhai) II ადგილი – სანჯეევ მენონ რამაშბჰაი (მედიცინის ფაკულტეტის, II კურსი) …

უნივერსიტეტ გეომედის ჩემპიონატი ფეხბურთში „კობას თასი“

უნივერსიტეტ გეომედის ჩემპიონატი ფეხბურთში „კობას თასი“

2017 წლის 24-დან 31 მაისის ჩათვლით უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, უნივერსიტეტის ფუტსალის ნაკრების ყოფილი წევრის კობა ჯინჭარაძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში „კობას თასი“. ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი – „Les Elephants“ II ადგილი – „ბიწა“ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – ნიკოლოზ ბიწაძე ჩემპიონატის ბომბარდირი – ები აჰი ალფონს (Eby …

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონსულტაციები

2017 წლის 10 მაისს, 16:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, ტარდება ჯგუფური კონსულტაციები მაგისტრანტთა სასწავლო- კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. მის: მ.ალექსიძის N 1, მესამე სართული.

საერთაშორისო აქცია “გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი” – “წითელი ცხვირის დღე”

2017 წლის 27 მარტიდან საქართველო ოფიციალურად შეუერთდა საერთაშორისო აქციას “გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი” – “წითელი ცხვირის დღე”(red nose day). 27 აპრილს აქციაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტ გეომედმა.