გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია

უნივერსიტეტ გეომედის რექტორის მოადგილემ ადმინისტრაციულ საკითხებში მონაწილეობა მიიღო გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენციაში 2026 წლის 12–14 ნოემბერს, სასტუმრო პარაგრაფი თაბორში, თბილისი.
კონფერენციამ რომელიც ორგანიზებულია საქართველოს გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის ასოციაციის მიერ, გააერთიანა მედიცინის სპეციალისტები, მკვლევარები და ექსპერტები, რათა განეხილათ გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის პრობლემები და გამოწვევები.
სამეცნიერო პროგრამა ფოკუსირებული იყო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კლინიკურ პრაქტიკაზე, ინოვაციურ მიდგომებზე, კვლევის განვითარებაზე.
უნივერსიტეტის გეომედის ასისტ. პროფესორმა ალექსანდრე ლოლაძემ წარმოადგინა სამეცნიერო პრეზენტაცია სახელწოდებით „ოპიოიდური ნარკოტიკებით მოწამვლა: გართულებები და პრევენცია“, რომელიც ეხებოდა ოპიოიდური ინტოქსიკაციის მნიშვნელოვან კლინიკურ ასპექტებს, მის პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს და მათი პრევენციის თანამედროვე მიდგომებს.
მისმა მონაწილეობამ, როგორც მოწვეულმა ექსპერტმ, ხელი შეუწყო პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის სპეციალისტებს შორის, ამასთან, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტ გეომედის ერთგულებას სამედიცინო განათლების, კლინიკური კვლევებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებაზე ზრუნვას.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail