უსგ პროგრამები

უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით 20-21 მაისს და 25-26 ივლისს განხორციელდა მოკლევადიანი უსგ პროგრამა: “ნოზოკომიალური ინფექციის როლი სეფსისის განვითარებაში და სეფსისის მკურნალობაში გამოყენებული ანტიბიოტიკების ტოქსიურობა”.

თანამედროვე მედიცინის ერთ ერთი მთავარი პრობლემა სეფსისი და ნოზოკომიალური ინფექციის რაციონალური  ანტიბაკტერიალური თერაპია ყველაზე აქტუალური თემაა კრიტიკულ მედიცინაში მომუშავე სპეციალისტებისათვის. უნივერსიტეტმა ითავა ამ პროგრამის განხორციელება რათა გაზარდოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში საერთაშორისო გაიდლაინების გამოყენების როლი, ამაღლდეს სამედიცინო პერსონალის გაცნობიერება თანამედროვე ანტიბიოტიკოთერაპიასა და სეფსის მკურნალობაში.

პროგრამა განხორციელდა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს, უნივერსიტეტ გეომედის აუდიტორიებში.

პროგრამა აკრედიტებულია სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ (აკრ. N 0988) და მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უპგ ქულა.

პროგრამის ავტორი და პედაგოგი ალექსანდრე ლოლაძე, მედიცინის დოქტორი, უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი.


უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით 31 ივლისს და 1 აგვისტოს განხორციელდა მოკლევადიანი უსგ პროგრამა: “ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებების ტოქსიურობა”.

ადგილობრივი სანესთეზიო საშუალებების სიმრავლე საჭიროებს ექიმისგან მაქსიმალურ გაცნობიერებას მედიკამენტის ფარმაკოლოგიურ თვისებებში, აგრეთვე შესაძლო ტოქსიურობის ამოცნობაში და მართვაში.

პროგრამა მოწოდებულია  მინიმუმადე შეამციროს ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებების მიერ გამოწვეული ტოქსიური ეფექტები და მათ მიერ გამოწვეული გართულებები. 

პროგრამა განხორციელდა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს, უნივერსიტეტ გეომედის აუდიტორიებში.

პროგრამა აკრედიტებულია სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ (აკრ. N 1086) და მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უპგ ქულა.

პროგრამის ავტორი და პედაგოგი ალექსანდრე ლოლაძე, მედიცინის დოქტორი, უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail