2016 წლის 13 ივნისს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე უნივერსიტეტ გეომედს ეწვია პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქრისტინ შნაიდერი და სტუდენტთა ჯგუფი. პროგრამის თანახმად 2 კვირის განმავლობაში ჩატარდება ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა.
აგრეთვე დაგეგმილია საპასუხო ვიზიტი უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებისათვის პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მეგობრული ურთიერთობები, რომელიც დამყარებულია ორ უნივერსიტეტს შორის იქნება წარმატებული როგორც გეომედის უნივერსიტეტისათვის ასევე პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის.
14 ივლისს დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა ღია ლექცია თემაზე „ქალთა ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების მანძილზე“, რომელსაც უძღვებოდა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქრისტინ შნაიდერი. ლექცია ჩატარდა მეგობრულ ვითარებაში, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს პროფესორ-მასწავლებლებმა, და უნივერსიტეტის ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა.