საქველმოქმედო ღონისძიება კოტე ზარნაძის დასახმარებლად


1 მარტს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება კოტე ზარნაძის დასახმარებლად.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გეომედის სტუდენტის, ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ბუაჩიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოფენა მუსიკალურად რატი გუნდიშვილმა გააფორმა.
ჩატარდა პოეზიის საღამო, რომლეშიც მონაწილეობა მიიღო ყველასათვის საყვარელმა პოეტმა თემო შენგელაიმ, ასევე არჩილ აბესაძემ, რომელთა წაკითხულმა ლექსებმა შეკრებილი საზოგადოება აღაფრთოვანა.
საქველმოქმედო ღონისძიებაზე გეომედის ფოლკლორული ანსამბლის წევრები სანდრო ენუიძემ, ნატალი შანიძემ და სერგი იმედაშვილი გამოვიდნენ. ასევე მიიღეს მონაწილეობა ინდოელმა სტუდენტბმა.
საქმელმოქმედო ღონისძიებაზე უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტების დიდი აქტივობა დაფიქსირდა.




Facebooktwitterpinterestlinkedinmail