გამოვიდა პროფესორ თეიმურაზ თავხელიძის წიგნი „ზოგადი პათოლოგია“ მეორე რედაქციით, სადაც განხილულია ზოგადი პათოლოგიური ანატომიისა და ზოგადი პათოლოგიური ფიზიოლოგიის საკითხები. სახელმძღვანელო გამოიცა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მიერ. წიგნი განკუთვნილია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისა და პათოლოგიის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.