სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

2020 წლის 17 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“, სადაც წარმოდგენილი იყო კვლევები და მოხსენებები მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებზე. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები:

I ადგილი – ნანა თევდორაშვილი (სტომატოლოგიის ფაკულტეტი)

II ადგილი – ლიზა თაბაგარი (სტომატოლოგიის ფაკულტეტი)

III ადგილი – სურეშ ბჰაკტიმალა (მედიცინის ფაკულტეტი)

ჟიურის სიმპათია – შივანშ (მედიცინის ფაკულტეტი)

მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენციის კრებულში


Facebooktwitterpinterestlinkedinmail