ძვირფასო სტუდენტებო!
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ბევრ სტუდენტს უწევს კარანტინში ყოფნა ან სამწუხაროდ აქვს დაფიქსირებული კოვიდ ინფექცია. სტუდენტის განცხადების საფუძველზე მოხდება შუალედური გამოცდების და ქვიზების გადავადება იმ დროისთვის როცა შეძლებენ უნივერსიტეტში ფიზიკურად მოსვლას. განცხადების შემოტანა აუცილებელია უშუალოდ შუალედურ გამოცდამდე ან ქვიზამდე. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გადავადებული ქვიზების და შუალედური გამოცდების ჩაბარების ვადაა 2021 წლის 18 იანვრიდან 01 თებერვლამდე; სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის, აგრეთვე ჯანდაცვის ეკონომიკსა და მენეჯმენტის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის გადავადებული ქვიზების და შუალედური გამოცდების ჩაბარების ვადაა 2021 წლის 11 იანვრიდან 25 იანვრამდე. თარიღები განისაზღვრება იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი საგამოცდო პერიოდისთვის ყველა სტუდენტს ჩაბარებული ჰქონდეს ქვიზები და შუალედური გამოცდები, ვინაიდან სასწავლო პროცესის კალენდარული გეგმა არის მკაცრად დაცული.
ადმინისტრაცია